საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
2018-01-30 ლიტვის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააცილა. ვიზიტის დასრულებამდე ლიტველ კოლეგას, დელეგაციასთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|