საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმა
2018-01-25 მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. „ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|