შეხვედრა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან
2018-01-23
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ საპარ ისაკოვს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განიხილონ ახალი პერსპექტივები და განავითარონ შემდგომი წარმატებული თანამშრომლობა. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და გამოთქვა დაინტერესება, გაიზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |