საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ–მინისტრი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
2017-03-08 2017 წლის 8 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა. კიჯის სასახლეში, საპატიოყარაულის თანხლებით, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციის წევრები წარუდგინეს.ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ახალი ეტაპი დამკვეთრი დინამიკა საქართველო-იტალიის ურთიერთობებში, - ასე შეაფასა იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ქართველი კოლეგის ოფიციალური ვიზიტი რომში. იტალიის მთავრობისმეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას. მხარეებმა ისაუბრესსავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს უნიკალურ გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისპერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ იტალია-საქართველოსბიზნესფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იტალიურ ინვესტიციებს საქართველოში. გიორგი კვირიკაშვილმა და პაოლო ჯენტილონიმ ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშისაქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. იტალიის მთავრობის მეთაურმა გამოხატა კმაყოფილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების გამო. საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაგიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებს. ყურადღებაგამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნადგაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. საქართველოსა და იტალიას ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიისეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით,იტალია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია - 2016 წელს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 23%-ით. მისივე განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA)ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ რომში გამართული ბიზნესფორუმი კიდევუფრო დააინტერესებს იტალიელ მეწარმეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და ასევე, ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იტალიისეკონომიკური განვითარების მინისტრმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. "მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაისის თვეში თბილისს იტალიის ბიზნესმისიაეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან უმსხვილესი იტალიური კომპანიები და ადგილზე შეისწავლიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს." პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |