საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

2017-12-20

1

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, ასევე გესაუბროთ უკვე დასრულებული საქმეების შესახებ და ასევე მნიშვნელოვანია, მოვისმინო თქვენი მხრიდან შეკითხვები, რეკომენდაციები. მოსული ვარ იმ განწყობით, რომ ძალიან კონსტრუქციულად განვიხილოთ როგორც თქვენი შენიშვნები, ასევე გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, თუ ეს კონსტრუქციულ ჩარჩოში წარიმართება და მე ამის დიდი იმედი მაქვს.

სულ ცოტა ხნის წინ, წარმოდგენილი იყო სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომლის თანახმადაც სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდა შესაბამისად, წარმოდგენილია ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ახალი გეგმებით და რა თქმა უნდა, გაკეთებული საქმეებით, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში შევასრულეთ.

საწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ მინისტრთა კაბინეტი გამხდარიყო უფრო ოპტიმიზირებული, უფრო მოქნილი, აღმოგვეფხვრა ის გადაფარვები, რაც სამინისტროებს შორის არსებობდა და უფრო მცირე ბიუროკრატიით გაგვეკეთებინა მეტი საქმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენ, სწორედ ამ პრინციპით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. რა თქმა უნდა, ოპტიმიზაციის მიზანი ასევე არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და არგუმენტი, თუმცა არა ერთადერთი. მთავარი არგუმენტი გახლავთ უფრო მოქნილი და უფრო ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენთვის, ჩვენი კაბინეტისთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრეს ღირებულებად რჩება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ადამიანის უფლებების ინსტიტუციური დაცვა, კანონის უზენაესობის გამტკიცება ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება. სწორედ ეს მიმართულება, მოგეხსენებათ, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ არის უკვე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, არამედ იგი თითქმის მთლიანად განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს. დავიწყებ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესრულების მდგომარეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ და, ასევე, ოპოზიციას გავუზიაროთ ინფორმაცია იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების ძირეული რეფორმა და ამ მიმართულებით, გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებას შორის არსებული არაჯანსაღი პროპორციის შეცვლის მიმართულებით. 20%-ით გაიზარდა პროფესიულ განათლებაში ჩართულ სტუდენტთა რიცხვი და წელს ჩვენ ვიწყებთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის გაცილებით უფრო დახვეწილი სისტემის ამოქმედებას, იმისათვის, რომ განათლების ხარისხი თვისობრივად შეიცვალოს ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა მოდულების დანერგვას, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მისცემს საშუალებას, მიიღონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ პირდაპირი დასაქმებისთვის გამოადგებათ. ასევე, საშუალო განათლების სისტემაში, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ განათლების მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ამის თაობაზე. მე დეტალებზე აღარ შევჩერდები. ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ ჩვენ ამ წლის დასაწყისიდან - ეს გახლდათ მოგების გადასახადის რეფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ჩვენს ეკონომიკაში მინიმუმ 500 მლნ ლარის საინვესტიციო რესურსი გავაჩინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ის რომ არაპირდაპირი გადასახადებიდან ბიუჯეტი დავაბალანსეთ, ერთის მხრივ, პირდაპირი გადასახადების შემოღებით - ეს გახლავთ აქციზური გადასახადი თამბაქოზე საწვავზე და სათამაშო ბიზნესზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ, ის დანაკლისი შემოსავლებში, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად გაჩნდა, დავაბალანსეთ მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით და სახელფასო ხარჯების შემცირებით, რომელიც, ჯამში, მარტო 2017 წლის განმავლობაში არის 140 მლნ ლარი. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ახალი დინამიკა მოიტანა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და მოგეხსენებათ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, დღევანდელი მდგომარეობით, 4,9 %-ის ფარგლებშია. ეს არის ის რეალური ზრდა, ხაზს ვუსვამ, ინფლაციის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, მომავალი წელი, ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დამტკიცებული, გახლავთ ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი დინამიკის მიღება იქნება შესაძლებელი ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიმდინარე წელს "სტარტაპების" ანუ დამწყები ბიზნესის მექანიზმები შევქმენით. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკვე გვაქვს დაახლოებით 70-მდე დამწყები ბიზნესი დაფინანსებული ახალი სისტემის მეშვეობით. ჩვენ მოვიწვიეთ კალიფორნიის შტატიდან, "სილიკონ ველიდან" წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, შევქმენით საბჭო, რომელმაც ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივ საბჭოს. პირველი დაფინანსების ნაკადი, სწორედ, მათი მონაწილეობით იქნა შერჩეული და შეიქმნა სისტემა, რომელიც უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, მაღალტექნოლოგიური მიმართულებით "სტარტაპ" იდეების დაფინანსების და ეს სწორედ ამიტომ გაკეთდა. მოგეხსენებათ, რომ ტექნოპარკი უკვე ფუნქციონირებს თბილისში და ასევე, ზუგდიდში და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და არა მხოლოდ.



სულ ცოტა ხნის წინ, წარმოდგენილი იყო სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომლის თანახმადაც სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდა და შესაბამისად, წარმოდგენილია ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, ახალი გეგმები და რა თქმა უდნა, გაკეთებული საქმეები, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში შევასრულეთ. ჩვენთვის, საწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ მინისტრთა კაბინეტი გამხდარიყო უფრო ოპტიმიზირებული, უფრო მოქნილი, აღმოგვეფხვრა ის გადაფარვები, რაც სამინისტროებს შორის არსებობდა და უფრო მცირე ბიუროკრატიით გვეკეთებინა მეტი საქმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენ, სწორედ, ამ პრინციპით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. რა თქმა უნდა, ოპტიმიზაციის მიზანი ასევე არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და არგუმენტი, თუმცა არა ერთადერთი. მთავარი არგუმენტი გახლავთ - უფრო მოქნილი და უფრო ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენთვის უმთავრეს ღირებულებად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ადამიანის უფლებების ინსტიტუციონალური დაცვა, კანონის უზენაესობის გამტკიცება ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და სწორედ ეს მიმართულება, მოგეხსენებათ რომ უკვე დიდი ხანია აღარ არის უკვე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, არამედ იგი თითქმის მთლიანად განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს. დავიწყებ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ და, ასევე, ოპოზიციას გავუზიაროთ ინფორმაცია იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების ძირეული რეფორმა და ამ მიმართულებით, გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებას შორის არსებული არაჯანსაღი პროპორციის შეცვლის მიმართულებით. 20%-ით გაიზარდა პროფესიულ განათლებაში ჩართულ სტუდენტთა რიცხვი და წელს ჩვენ ვიწყებთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის გაცილებით დახვეწილი სისტემის ამოქმედებას, იმისათვის, რომ განათლების ხარისხი თვისობრივად შეიცვალოს ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა მოდულების დანერგვას, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მისცემს საშუალებას, რომ მიიღონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ პირდაპირი დასაქმებისთვის გამოადგებათ. ასევე, საშუალო განათლების სისტემაში, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. და დარწმუნებული ვარ რომ განათლების მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ამის თაობაზე მე დეტალებში აღარ შევჩერდები. ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ ჩვენ ამ წლის დასაწყისიდან - ეს გახლდათ მოგების გადასახადის რეფორმა რომლის მეშვეობითაც ჩვენ ჩვენს ეკონომიკაში მინიმუმ 500 მლნ ლარის საინვესტიციო რესურსი გავაჩინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ის რომ არაპირდაპირი გადასახადებიდან ბიუჯეტი დავაბალანსეთ, ერთის მხრივ, პირდაპირი გადასახადების შემოღებით, ეს გახლავთ აქციზური გადასახადი თამბაქოზე საწვავზე და სათამაშო ბიზნესზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ის დანაკლისი შემოსავლებში, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად გაჩნდა, დავაბალანსეთ მთავრობის ხელფასების და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით რომელიც, ჯამში, მარტო 2017 წლის განმავლობაში არის 140 მლნ ლარი. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია და რეფორმა, რომელმაც ახალი დინამიკა მოიტანა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და მოგეხსენებათ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, დღევანდელი მდგომარეობით, 4,9 %-ის ფარგლებშია. ეს არის ის რეალური ზრდა, ხაზს ვუსვამ ინფლაციის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, მომავალი წელი, ბიუჯეტი რომელიც ჩვენ გვაქვს დამტკიცებული, გახლავთ ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი დინამიკის მიღება იქნება შესაძლებელი ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მიმდინარე წელს სტარტაპების ანუ დამწყები ბიზნესის მექანიზმები შევქმენით. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკვე გვაქვს დაახლოებით 70-მდე დამწყები ბიზნესი დაფინანსებული ახალი სისტემის მეშვეობით. ჩვენ მოვიწვიეთ კალიფორნიის შტატიდან, "სილიკონ ველიდან" წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, შევქმენით საბჭო, რომელმაც ტრენინგი ჩაუარა ადგილობრივ საბჭოს და პირველი დაფინანსების ნაკადი, სწორედ, მათი მეშვეობით იქნა შერჩეული და შეიქმნა სისტემა რომელიც უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება მაღალტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპ იდეების დაფინანსების და ეს სწორედ ამიტომ გაკეთდა. მოგეხსენებათ, რომ ტექნოპარკი უკვე ფუნქციონირებს თბილისში და ასევე, ზუგდიდში და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და არა მხოლოდ.

მნიშვნელოვანია, ასევე ითქვას ბიზნესსახლის პროექტის შესახებ, რომელიც მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ. ბიზნესსახლის პროექტი მომსახურების კუთხით გახლავთ, შეიძლება ითქვას, მეორე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სახლის სისტემა წარმატებულად ფუნქციონირებს და იგი 400-ზე მეტ სერვისს აწვდის ფიზიკურ პირებს. ჩვენ წამოვიწყეთ ბიზნესსახლის პროექტი, რათა ანალოგიური, ერთი ფანჯრის პრინციპით დავფაროთ მთლიანად იურიდიული პირების საჭიროებები სერვისის მიმართულებით. ჩვენ გავაკეთეთ აღრიცხვა სახელმწიფო სექტორში და ეს გახლავთ 60-ზე მეტი სახელმწიფო უწყება 800-ზე მეტი სერვისით იურიდიული პირებისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არის ურთულესი რეფორმა, ვინაიდან იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ წარმომადგენლობითი ოფისების ერთ სივრცეში გახსნას, არამედ ე.წ ფრონტოფისების, ანუ მომსახურების კომპონენტის გაერთიანებას და ოპტიმიზაციას და ითვალისწინებს ერთი ფანჯრის პრინციპით 800-ზე მეტი სერვისის მიწოდებას, როგორც ფიზიკურად ერთ სივრცეში, ასევე, ერთი ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ეს არის ძალიან ფუნდამენტური მმართველობითი რეფორმა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, როგორც ბიზნესის კეთების გაიოლების თვალსაზრისით, ასევე კორუფციის შემდგომი შანსების შემცირების თვალსაზრისით და გამჭვირვალობის და ეფექტურობის ზრდის კუთხით.

მინდა, ასევე ორიოდე სიტყვით შევეხო საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რეფორმა გახლავთ. საპენსიო რეფორმა გახლავთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც საქართველოში, დასაქმებულ ადამიანებს მისცემს საშუალებას, იზრუნონ საკუთარ სიბერეზე და ამაში მათ თანადაფინანსებას გაუწევს როგორც სახელმწიფო, ასევე - დამსაქმებელი. მოგეხსენებათ, პროექტის დიზაინი უკვე წარმოდგენილია და ფართო განხილვების საგანს წარმოადგენს. ეს რეფორმა, ერთის მხრივ დღეიდან 10, 15 და უფრო მეტი წლის შემდეგ, საშუალებას მისცემს მომავალ პენსიონერებს, ღირსეული სტანდარტი უზრუნველყონ თავიანთი სიბერის პერიოდისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ამ რეფორმას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ე.წ გადადინების, ანუ გვერდითი ეფექტები, რომელიც ყოველწლიურად ასეულობით მილიონ გრძელვადიან საინვესტიციო ეროვნულ ვალუტას გააჩენს, რათა ეს რესურსი ჩასხმული იქნას ეკონომიკაში საინვესტიციო რესურსის სახით. მოგეხსენებათ, რამდენად დიდი პრობლემაა გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი ეროვნულ ვალუტაში. ვფიქრობთ, ეს იქნება ძირეული რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მოიტანს და ასევე მოიტანს ინსტიტუციურ განვითარებას, როგორც საფინანსო სექტორის ისეთ მიმართულებებში, რომლებიც დღეს არ არსებობს და არ არის განვითარებული საქართველოში - ეს არის კასტოდიუმის დეპოზიტარის ინსტიტუციების განვითარება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი - საფონდო ბირჟის განვითარება და სტიმული ამ მიმართულებით. ამ კუთხით რეფორმის მიზნით, უკვე შედგენილია დღევანდელი სისტემის დიაგნოსტიკა და გასაკეთებელი საგზაო რუკა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. ეს სამუშაო ჩატარდა აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობით. რეფორმაში ჩართულია მსოფლიო ბანკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევრობანკი და ყველა დონორის მონაწილეობით, მაღალი ჩართულობით იდგმება ეს ნაბიჯები. რეფორმა მოიწონა სავალუტო ფონდის მისიამ და ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები სრულად ეთანხმებიან ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების ათვისების კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება, ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის პირველი სავაჭრო პარტნიორი; 20%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში; დსთ-ს ქვეყნების წილი მთლიან სავაჭრო კალათაში მცირდება, რაც ნიშნავს ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას და კიდევ უფრო მეტად დაზღვეულობას ამა თუ იმ საგარეო შოკისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ინსტიტუციური რეფორმებიც წარმატებით ხორციელდება - ეს არის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სანიტარული და ფიტოსანიტარული ინსტიტუციების რეფორმები, კონკურენციის მიმართულებით რეფორმა, საბაჟო სისტემის და ა.შ ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასთან და მასში გათვალისწინებული ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებასთან საქართველოში.

ძალიან მნიშვნელოვანია, შევეხოთ სივრცით მოწყობას და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებას. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნლოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ვინაიდან მთელი ფინანსური რესურსი, რომელიც ოპტიმიზაციის შედეგად, თუ სხვადასხვა გზით გამოვათავისუფლეთ, მიმართულია კაპიტალურ დანახარჯებზე. მნიშვნელოვანია, რომ არ მომხდარა ადმინისტრაციული ხარჯების გაბერვა, პირიქით, 2017 წელს 140 მილიონით შემცირდა მთავრობის სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯები და მნიშვნელოვნად გაიზარდა კაპიტალური დანახარჯები. მარტო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ფარგლებში 36%-იანი ზრდა გვაქვს. მომავალ წელს დაგეგმილია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ამ მიმართულებით, მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი იქნება ხარჯები, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია მთლიანად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მიმართულებით.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევა არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აქ უნდა აღინიშნოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელება. მე მაქვს სულ ბოლო დღეების მონაცემები. ჩვენ უკვე გვაქვს პროექტში ამერიკული და ქართული კომპანიების პარტნიორობა, ეს არის უმსხვილესი "თიბისი ჯგუფის" წარმომადგენლობა, აშშ-დან ცნობილი საინჟინრო კომპანია "კონტი ჯგუფი", "ssa marine" - სიეტლის პორტის მენეჯერი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 240 ლოკაციას მართავს და ეს კომპანია შემოვიდა, როგორც არა მხოლოდ პორტის მართველი, არამედ როგორც ინვესტორი კომპანია. ასევე, ბოლო დღეების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ მსხვილმა ჩინურმა კომპანიამ გამოაცხადა თანხმობა ამ პროექტში ინვესტიციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტი გახდება დასავლური და აღმოსავლური ინვესტიციების ნაზავი. ამის ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს არის საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის მოდელი. ჩვენ ასევე გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორები უზბეკეთიდან ამ პროექტში, რაც შუა აზიის ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ძალიან დიდ დინამიკას მოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით მომავალი ათწლეულების განმავლობაში და ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი.

ორი მსხვილი ლოგისტიკური პროექტის ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული, ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ქუთაისში, რომელიც პრინციპში შეკრავს მთელი ქვეყნის ლოგისტიკურ ჯაჭვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასასრულს მიუახლოვდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩვენ ბოლო ეტაპზე გადავედით, როდესაც დაახლოებით 2018 წლის განმავლობაში დასრულდება ეს პროექტი და ექსპლუატაციაში მისი სრულად შეყვანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ასევე ქვეყნის სარკინიგზო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, 8-კილომეტრიანი გვირაბი უკვე დასრულებულია ქვიშხეთი-ხარაგაულის მონაკვეთზე. ეს არის ყველაზე გვირაბი საქართველოში და მთლიანად რეგიონში, რომელიც ჩინური კომპანიების მონაწილეობით დასრულდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩქაროსნული მაგისტრალის უსწრაფესად დასრულება და ამ მიმართულებით ერთდროულად ათობით პროექტზე არის გამოცხადებული პროექტირება, ტენდერი და სრული მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები.

სივრცითი განვითარების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული მიმართულებებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები საქართველოს მთავრობის მხრიდან, კერძო კომპანიების ჩართულობით, ასევე გზების მშენებლობა ტურისტული მიმართულებებით და გენერალური განვითარების გეგმების მიხედვით ამ მიმართულებების განვითარება.

ენერგოიმპორტის შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები უკვე დასრულდა, ახლები მშენებლობის პროცესშია. მოგეხსენებათ, "ნენსკრას" პროექტი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ახალი ჰიდროპროექტია, კორეულ კომპანიასთან ერთად ხორციელდება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით; ასევე მნიშვნელოვანია, დროზე დაიწყოს მსხვილი ახალი პროექტების მშენებლობა, რომ ადგილობრივმა გენერაციამ ჩაანაცვლოს თანდათანობით იმპორტი. მნიშვნელოვანია ასევე ახალი მწვანე ენერგიის მიმართულებით ინვესტიციები. მოგეხსენებათ, პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა და მზის და ქარის ენერგიაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მთავრობის მხრიდან.

ღია მმართველობის პარტნიორობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა და საქართველოს წარმოჩენის საშუალება საერთაშორისო მასშტაბით. მოგეხსენებათ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადმოგვაბარა ჩვენ თავმჯდომარეობა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესტაფეტა. ჩემთვის არის უდიდესი პატივი, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა, რომ გამჭვირვალობის, ეფექტური და ჩართულობითი მმართველობის კუთხით ჩვენ გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები.

ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ ვგეგმავთ ინტერნეტ-პეტიციების პორტალის შექმნას, უკვე შექმნილია Ichange.gov.ge, სადაც 10 000 ხელმომწერის შეგროვების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იქნება, განიხილოს პეტიცია და დასაბუთებული პასუხი, ან დადებითი, ან უარყოფითი ხელმომწერებს აცნობოს. მთავრობა ამ მიმართულებით არაერთი პლატფორმის შექმნას გეგმავს, რათა დიალოგის და ჩართულობის საშუალებები შეიქმნას და ცივილიზებული გზით ჩვენ შევძლოთ მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა მმართველობის პროცესში.

თვითმმართველობებისა და დეცენტრალიაზციის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეგმას წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში. პარლამენტთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტი დელეგირება მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, მოხდეს კიდევ უფრო მეტი, ფინანსების გადაცემა სამართავად, მათ შორის. ჩვენი მიზანია, კვალიფიცირებული ადამიანები მიდიოდნენ სამუშაოდ ჩვენს რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების ცენტრების ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მათი კომპეტენციის მშენებლობა უნდა მოხდეს თანდათანობით. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ხაზი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო.

მოგეხსენებათ, სკოლების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ცენტრებად ფორმირების ხაზი ფორმირების ხაზი აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს იქნება საშუალება, სხვადასხვა დიალოგის პლატფორმა შეიქმნას რეგიონებში, რათა მოსახლეობის ჩართულობა მოხდეს მმართველობის პროცესში.

სოფლის მეურნეობის, აგროპოლიტიკის და კოოპერაციის მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევებიც და გამოწვევებიც. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს კოოპერაციის მიმართულებით. აგროკრედიტის და აგროპროგრამების კუთხით ჩვენ შევძელით, თვისობრივად შეგვეცვალა ვითარება რეგიონებში. ეს არის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯები, რომ რეორიენტაცია მოხდეს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ევროპულ ბაზარზე და ამ მიმართულებით მართლაც გვაქვს ხელშესახები პროგრესი. 3500 ჰექტრამდე თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღებია გაშენებული სახელმწიფოს დახმარებით და სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამების მხარდაჭერით, მათ შორისაა ემპარდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა G4G, გიზ და ბევრი სხვა საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ამ მიმართულებით გვეხმარება. დღეს არის უპრეცედენტო შესაძლებლობები სოფლად, რომ ინიციატივიანმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი საქმის წამოწყება და წარმოების შექმნა.


ძალიან მნიშვნელოვანია გამოწვევებზეც საუბარი - ეს არის რა თქმა უნდა, აზიური ფაროსანა, რომელიც არ ვიცით, რა სიურპრიზებს მოგვიტანს 2018 წელს, ჩვენ საგულდაგულოდ ვემზადებით ამისთვის. 2017 წელს სამინისტრომ გააკეთა მაქსიმალური, რაც შესაძლებელი იყო ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო, დღემდე არნახული. ვნახოთ, როგორი იქნება გაზაფხული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მომზადებული უნდა დავხვდეთ ამ გამოწვევას.

ასევე მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვის, ტყის აღრიცხვის და ინვენტარიზაციის მიმართულებით ჩვენი გეგმა. მინდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბევრი კუთხით. ეს იქნება მსხვილი, ძლიერი სამინისტრო, რომელშიც გარემოს დაცვის მიმართულებას ერთმნიშვნელოვნად ექნება ძალიან დიდი პრიორიტეტი. ეს იქნება ასევე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად მთელი ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მწვანე კონცეფციის ქვეშ გარდაქმნას და თანდათანობით მეტი ეკოლოგიური სტანდარტის დანერგვას ევროპული სტანდარტების დანერგვას ჩვენ სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოწვევები ბევრია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ ტყის უკანონო ჩეხვა. ჩვენ, ახლადშექმნილ სამინისტროსთან და სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართულობით, ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის უკანონო ჩეხვას. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. თქვენ ამის შედეგებს დაინახავთ. ჩვენ გვაქვს ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა. პირველ რიგში, გამოყოფილია რესურსი ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის კუთხით, გერმანიის მთავრობა გვეხმარება და გვიფინანსებს ამ მიმართულებით გასაწევ სამუშაოს, მაგრამ სისტემურად სწორი მართვა და სწორი კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებს შორის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები იქნება. ამ გამოწვევას და ამ მდგომარეობას მე დღეს ვაღიარებ. ეს არის სერიოზული გამოწვევა.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ რადგან სოციალურ მდგომარეობასთან იკვეთება სოფლად ეს უკანონო ტყის ჩეხვა და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთის მხრივ უნდა გავამკაცროთ, მაგრამ მეორეს მხრივ ალტერნატივები უნდა შევქმნათ ძალიან სწრაფი ტემპით, რათა მოხდეს უკანონო ტყის ჩეხვის და რეწვის ჩანაცვლება რომ ალტერნატიული შემოსავლის საშუალებებით.

დევნილთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თითქმის მთავრობის სხდომა არ არის, რომ 500, 600, 700 ოჯახი არ დავაკმაყოფილოთ დევნილთათვის გამოყოფილი ფართებით, ზოგ შემთხვევაში დავუკანონოთ, ზოგ შემთხვევაში - ახალი გადავცეთ. ამ მიმართულებით ჩვენ უპრეცედენტო რესურსი გამოვყავით, სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არ რის საკმარისი და მნიშვნელოვანია ძალისხმევა და დიალოგი ოპოზიციასთანაც, დევნილებთანაც იმისათვის, რომ გამოინახოს საშუალებები, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ტემპით მოვახერხოთ დევნილების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით.

სასჯელაღსრულების მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილება. პრინციპში, ეს არის სფერო, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან პროგრეს აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი ხაზს უსვამს. ეს სამინისტრო დღეს წარმოდგენილია კიდევ ახალი ინოვაციებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჰუმანურ მიდგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, გავამკაცრეთ წესრიგიც ამ მიმართულებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ახალი ტიპის დაწესებულებების მშენებლობა მოხდეს მასშტაბურად, ერთდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სისტემაში ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჰუმანური მეთოდების შემოღების კუთხით, ყალიბდება დაწესებულებები,რომლებიც რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს და დღევანდელ პატიმრებს მოამზადებს თავისუფალი ცხოვრებისათვის. არაერთი ასეთი ნაბიჯი, რომელზეც დაწვრილებით არ შევჩერდები.

მოზარდებში ძალადობის პრევენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. მე ამაზე საჯაროდ მისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ეს არ არის ერთი უწყების საქმე. ეს არის მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის, ოპოზიციის და მთელი საზოგადოების, განათლების სისტემის, ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელი ამოცანა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობის ისრებს ვერავიზე გადავიტანთ. მთავარი პასუხისმგებელი აქ არის ხელისუფლება, ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ და დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური ღონისძიებები, რომლითაც, დიდი იმედი გვაქვს, თვისობრივად შევცვლით სიტუაციას. ახალმა მინისტრმა ისაუბრა, მას ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო გეგმები აქვს და მინდა ვთქვა, რომ მთელი კაბინეტის და სახელმწიფო გუნდის მხარდაჭერა აქვს ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების კუთხით. ძალიან აქტიურად არის ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ასევე ახალი მინისტრი არის ძალიან საინტერესო გეგმებით. ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯები გადავდგით, დღეს გვაქვს ახალი გამოწვევები და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, დახვდება ადეკვატური პასუხები.

სპორტის და ჯანსაღი ცხვრების წესის დამკვიდრების კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა. კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრმა და განათლების მინისტრმა ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარეს და დააანონსეს სკოლებს შორის სპორტული ღონისძიებების ახალი გეგმა. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მოზარდები ჩართულნი იყვნენ აქტიურად და ასეთი გზით გაიცნონ ერთმანეთი და არა ქუჩაში სხვადასხვა არასასიამოვნო ინციდენტების დროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ხელისუფლება და მთელი ჩვენი საზოგადოება გადაერთოს ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ამოცანა.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მიმართულებით ძალიან დიდი და ახალი ღონისძიებები იგეგმება. გვაქვს მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანკფურტში, წიგნის გამოფენაზე ვიქნებით საპატიო სტუმარი, ეს მოგვცემს საშუალებას, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა ძალიან პოზიტიური კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და დაცვა და რა თქმა უნდ,ა

კულტურა გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის. ამ მიმართულებით გამოყოფილია რესურსიც. ასევე, ტურიზმის ადმინისტრაციის კუთხითაც მთავარი აქცენტი გაკეთდება ჩვენი ქვეყნის კულტურული ღირსებების წარმოჩენაზე და ეს იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი ქვეყნის.

საგარეო პოლიტიკაში მოგეხსენებათ, გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. ვიზალიბერალიზაცია გახლდათ ძალიან მნიშვნელოვან მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ საერთო ძალისხმევით მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა არა მხოლოდ თავისუფალი გადაადგილების, არამედ ჩვენი ქვეყნისადმი პოლიტიკური ნდობის გამოხატვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული კურსისადმი.

ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან გამომდინარე, განვაგრძობთ ძალისხმევას, რათა ჩვენი ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ძალიან მნიშვნელოვანია სამეზობლო პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან, მნიშვნელოვან ქვეყნებთან, პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ხაზი. ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით, ხელისუფლებაში მოხდა კონსოლიდაცია და საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ვიცე-პრემიერი გაუწევს კოორდინაციას ამ კუთხით გასატარებელ რეფორმებს, მაგრამ მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვრჩები კოორდინატორად და საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარედ.

რა თქმა უნდა, ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. ჩვენი მოქალაქეების უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა და ამ მიმართულებით ჩვენ ვაძლიერებთ ძალისხმევას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ეს იქნება ხაზი, რომელსაც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომ არსებული ფორმატები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ და ამ კუთხით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვსაუბრობთ და მეტი დეტალების თაობაზე სხვა ფორმატებში საუბრის საშუალებაც გვექნება. ძალიან საინტერესო დიალოგი მიმდინარეობს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციის და შერიგების პოლიტიკის კუთხით. ვიცი, რომ ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა დაწვრილებით ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ პარლამენტში განსახილველად. ეს ნაბიჯები, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი რეინტეგრაცია მოვახდინოთ ჩვენს მოსახლეობასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და ასევე მათ მივცეთ საშუალება, ყველა ის პოზიტივი გამოიყენოს, რაც დღეს საქართველოში იქმნება და მეტად იყოს ჩართული ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში.

ჩვენ ვგეგმავთ, წარვდგეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმით - ეს არის საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, რომელიც წარმოდგენილია საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ. ამ გეგმის დეტალებზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ამ გეგმის ამბიციები მნიშვნელოვნად ცდება ჩვენი ასოცირების დღის წესრიგს და გაცილებით უფრო მეტ დაახლოებას და ინტეგრაციას გულისხმობს. ეს არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს გეგმა წარმატებით განვახორციელოთ და მზად ვიყოთ იმ მომენტისათვის, როცა შესაძლებლობათა ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის.

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, უნდა ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური რეფორმა ჩატარდა თავდაცვის სამინისტროში. ამ რეფორმის გაგრძელება ხდება მთავარი აქცენტი გადატანილია ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. მომავალი წლიდან იწყება უმნიშვნელოვანესი პროგრამა. ჩვენ ორი ძირითადი მიმართულებებით ვმოძრაობთ. ეს არის ძირითადი პაკეტი ნატოში ინტეგრაციის და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც აშშ-თან ერთად ხორციელდება. მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში, საქართველოს თავსებადობა ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დღეს ამ მიმართულებით მართლაც სამაგალითო მდგომარეობაა. ჩვენ უკვე მთავარ აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები იგეგმება და მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. რეზერვის განახლებული სისტემის შექმნა იგეგმება და ნატოს სტანდარტებთან მთლიანად ამ სისტემის მიახლოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ მიმართულებით ჩართული იყოს ქვეყნის მოსახლეობა სამხედრო აღმშენებლობის საქმეში და რეზერვების სწორი სისტემა უზრუნველყოფს სწორედაც ფართო ჩართულობას ამ მიმართულებით.

მომავალი წელი არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი - 100 წლის იუბილე სრულდება იმ დღიდან, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. სამწუხარო,დ ამ რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იფუნქციონირა, მაგრამ ის ცეცხლი, რომელიც აინთო ჩვენი მოქალაქეების გულებში, ძალიან დიდხანს ენთო და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაგვირგვინდა 90-იანი წლების დასაწყისში.

დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, მთელს ქვეყანას ვამცნოთ, რომ ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და პირველი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა საუკუნეებს და ათწლეულებს ითვლის. ესეც უნდა აღინიშნოს აუცილებლად. ჩვენ გვექნება საშუალება, საყოველთაო-სახალხო ზეიმი მოვაწყოთ ამ თარიღის აღნიშვნისათვის გვექნება საშუალება, გავაკეთოთ მნიშვნელოვანი განაცხადი; ასევე, გამოვიყენოთ ეს საშუალება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პოზიტიური ძვრების შესახებ ვამცნოთ მთელს მსოფლიოს.

ეს იყო ოკლედ გადადგმული ნაბიჯების, განსახორციელებელი გეგმების, გამოწვევების შესახებ ჩვენი განაცხადი. მზად ვარ, მოვისმინო თქვენი შეკითხვები და მაქსიმალურად დეტალურად გავცე პასუხი.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.