საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2017-12-15

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და მთავრობას. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ქართველი ხალხი და მთავრობა მათ გვერდშია ამ დიდ განსაცდელში.

გიორგი კვირიკაშვილი 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი