საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან

2017-11-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყნის მიღწევებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე - პრემიერ-მინისტრს მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებულად ჩატარება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური