პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების ბრძანებებს ხელი მოაწერა
2017-11-13
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ.
მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|