საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან

2017-10-12

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანს შეხვდა. 

საუბრისას, აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურება. ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საუდის არაბეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი, განაგრძოს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა "დელტას" მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით. 

მხარეებმა განიხილეს რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალმა აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანმა გიორგი კვირიკაშვილს საუდის არაბეთის პრინცისგან მოკითხვა გადასცა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური