საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ევროპის საქმეებზე გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან
2017-10-09 საქართველო სწორი მიმართულებით მიდის; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ ორმხირივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ორი ქვეყნის მეგობრულ, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ევროკავშირთან ურთიერთობას.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |