საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ეცნობა
2017-10-03 საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Al-Bawani Group-ი ეცნობა. ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები, ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს, ფახერ ალ შავაფს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო. Al-Bawani Group-ი, რომელსაც საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის წამყვანი სფერო მშენებლობაა. Al-Bawani Group-ი ძირითადად სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობს და საუდის არაბეთის სამეფოს რამდენიმე სამინისტროსა და უმსხვილესი კომპანიის კონტრაქტორია. ჯგუფი აშენებს სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სამხედრო დანიშნულების ობიექტებს, ასევე, მონაწილეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჯგუფის ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|