საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან
2017-09-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-მოლდოვას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს, გამოითქვა ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |