საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი კვირიკაშვილი: ,,მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თითოეული თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით“
2017-08-31 „მინდა გადავუხადო დიდი მადლობა მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის სტიქიის დაძლევაში. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი. მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ ყოველთვის ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენს მანდატს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად აღვასრულებთ. ამაზე მეტი საუბარი არ ღირს. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე პრემიერის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა დეტალური კომენტარი. ჩვენ თავის სამართლებელი ჩვენს მოსახლეობასთან ნამდვილად არაფერი გვაქვს. რა თქმა უნდა, ემოციები ასეთ დროს ყველას აქვს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა უნდა დავძლიოთ ეს ემოციები და კონსოლიდაციით, გაერთიანებით, უნდა შევუტიოთ ხოლმე ასეთ გამოწვევას. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი იყო გაერთიანებული როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად, ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|