საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა სტიქიასთან მებრძოლ მფრინავებს მადლობა გადაუხადა
2017-08-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ. პრემიერ-მინისტრი ეკიპაჟების დისლოკაციის ადგილზე მივიდა და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელორუსის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტიქიასთან ერთობლივი ბრძოლა იყო ადამიანური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საუკეთესო გამოვლინება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|