საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2017-07-17

უახლოეს მომავალში თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, - დაგეგმილი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, ასევე - პროექტ „თეთრ ნაკადს".

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, ქვეყნის მონაწილეობა რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში, აგრეთვე - ქვეყნის როლი ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში. გიორგი კვირიკაშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური