საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ენერგეტიკის მინისტრის შემაჯამებელი ანგარიში
2017-07-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარდგა და ენერგეტიკის უწყებაში მისი 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. საქართველოში აღარ არის არცერთი უშუქო სოფელი, ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირდა 200 ათასი ოჯახი, ენერგოსისტემას შეემატა: 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური, იგეგმება მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა; საერთო ჯამში, განხორციელებული საინვესტიციო ღირებულება მილიარდ 186 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |