საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა
2017-07-03 მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|