საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან
2017-06-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ფინანსთა მინისტრს, იქლილ ჰაკიმის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას და მის სატრანზიტო პოტენციალს. ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ და აღინიშნა წარმატებით განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|