საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა

2017-06-23

დღეს შესრულდა 23 წელი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან. ვულოცავ პროფესიულ დღეს მთელ პირად შემადგენლობას, ყველა თანამშრომელს.

საამაყოა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად მუშაობს ქართული სახელმწიფოსთვის.

მადლობას ვუხდი მათ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებ წარმატებებს.


გიორგი კვირიკაშვილი