საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველო-არგენტინა - 26:25
2017-06-13 თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა არგენტინის ნაკრებს, რომელსაც საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|