საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა IMF–ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან
2017-06-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს,ტაო ჟანგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სამწლიანი პროგრამის დღის წესრიგი, რომელიც სრულ თანხვედრაშია მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან. შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში და გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი საქართველოში IMF-ის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების მიმართ.
|