საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
2017-05-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება, რის შედეგადაც ღრმავდება ეკონომიკური კავშირები. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სექტორულ თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე მისასალმებელია ესტონელი ექსპერტების ჩართულობა საქართველოს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საგანმანათლებლო სფეროში არსებუბლი თანამშრომლობა და აღნიშნეს, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოში მიიწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|