საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში
2017-04-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბუქარესტში მდებარე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა. საქართველოს დელეგაციას ეპისკოპოსმა ვარლამ პლოეშტიანომ უმასპინძლა. ტაძარში შესრულდა ქართული საგალობლები. რუმინელმა ეპისკოპოსმა გიორგი კვირიკაშვილს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი უსახსოვრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|