საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გაფართოებული შეხვედრა
2017-04-26
საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა. ქართულმა მხარემ რუმინეთის მთავრობის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე. რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და მიესალმა საქართველოს მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების კუთხით.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|