საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა
2017-04-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი, მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და ათასწლეულის გამოწვევს კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|