საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა ქუთაისში ახალი სასტუმრო გახსნა
2017-04-03 Best Western Kutaisi - ასე ჰქვია პირველ ბრენდირებულ სასტუმროს იმერეთის რეგიონში, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა" „საპარტნიორო ფონდის" პარტნიორობით ააშენა. სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი აქვს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სასტუმრო ასევე მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს. პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის" მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია. Best Western International-ი სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4 000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|