საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამა
2017-03-31
მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და იგი შესაძლებლობას მისცემს დევნილებს სახელმწიფოს დახმარებით, ერთი მხრივ, მიიღონ პროფესიული განათლება, მეორე მხრივ კი, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად, მიიღონ გრანტები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|