საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ათენის აკროპოლისში

2017-03-28

   

ათენში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი-ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა.
1987 წელს იუნესკომ აკროპოლისის კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური