საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს
2017-03-27 მოლდოვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს, - ამის შესახებ პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება მოლდოვის დაინტერესებას, გაიზიაროს საქართველოს მიერ მთელ რიგ სფეროებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გამოცდილება. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში მიიწვია. პაველ ფილიპმა საუბრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მოლდოვის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|