საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის 4-ზოლიანი გზის პროექტირება იწყება
2017-03-23 რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს, - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|