საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ზუგდიდს მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
2017-03-22 ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, - წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და რეზერვუარები, ასევე - წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი. პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, რომელზეც 150 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს დასრულდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|