საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა იტალიის სენატის პრეზიდენტთან
2017-03-08 იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს - ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრაზე განაცხადა. რომში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. გიორგი კვირიკაშვილმა და პიეტრო გრასომ ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. იტალიის სენატის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|