საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
2017-03-08 საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ანჯელინო ალფანოს ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი იტალიის მხარდაჭერისთვის.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|