საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
2017-02-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს შეხვდა. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა გაეროს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია. ანტონიო გუტიერესმა მზადყოფნა გამოთქვა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|