საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი სესიას - Transatlantic Relegations and the International Order დაესწრო
2017-02-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაზე სესიას - Transatlantic Relegations and the International Order დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|