საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს
2017-02-09 მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს, - მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მსოფლიო ბანკის განათლების გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელის, კრისტიან აედოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საუბრისას, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე. შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|