საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან

2017-02-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური