საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან
2017-01-27 საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - „შუახევიჰესის" მშენებლობის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ „შუახევიჰესის" მშენებლობა, რომელსაც ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 416 მლნ. აშშ დოლარი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|