საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტთან
2017-01-19 საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა, რომელიც ლიდერია რეგიონში ლიცენზირებული პროგრამების მოხმარების, ინოვაციების განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, - ამის შესახებ მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტონი თაუნს ვითლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, Microsoft-ი განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|