საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2017-01-20

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თეირანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ათეულობით მეხანძრე ემსხვერპლა, ასევე ათეულობით ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ბევრი მძიმედ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ირანელ ხალხს, მთავრობას, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი