საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა BP-ის აღმასრულებელ დირექტორთან
2017-01-19 "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროგრესისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხებზე პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ წარმატებული საუბარი შედგა. ეს უკანასკნელი პროექტი მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას თურქეთში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე შევეხეთ BP-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში,"-განაცხადა რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|