საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2016-12-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მხარეებმა, სხვადასხვა სფეროში, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.

პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და იგი საქართველოში მოიწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური