საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
2016-12-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|