საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
2016-12-14 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა. დიპლომატმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო, 2017-2019 წლებში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს შეასრულებს, ხოლო 2018 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |