საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ვაჰან მარტიროსიანთან
2016-12-14 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ვაჰან მარტიროსიანთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|