საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
2016-12-09 კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ამ საკითხზე მუშაობის თხოვნით მიმართა კულტურისა და განათლების მინისტრებს, რომლებმაც ამ მიმართულებით მეტი კონკრეტიკა საზოგადოებას მთავრობის მომავალი სხდომისთვის უნდა შესთავაზონ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|