საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება
2016-12-09 დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ კიდევ დაგვრჩა გასავლელი მთელი რიგი პროცედურები, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში ძალიან გვეხმარებიან ამ პროცესში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველა მათგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|