საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა
2016-11-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები განიხილეს, მათ შორის: საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის და თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხები. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |