საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის ელჩთან

2016-10-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი მხარდამჭერია და მისი დახმარებით, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის, ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლებსაც, საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ანჟეი ჩიეშკოვსკის საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური