საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა
2016-09-29 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, უსასყიდლოდ, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილები სახლებს თბილისსა და ხობში მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 650-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
|